ამერიკელი მკვლევარების აღმოჩენა. როგორ ქმნიდა მელოდიებს ბეთჰოვენი?

“ბეთჰოვენს მელოდიები გულიდან ამოდიოდა.” ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გერმანელი კომპოზიტორი შედევრებს ქმნიდა, საკუთარი გულის ფეთქვის მიყურადებით და მისი მელოდიების გასაოცარ რიტმს, გულის კარდიალურ პათოლოგიას უნდა ვუმადლოდეთ.

“ბეთჰოვენს მელოდიები გულიდან ამოდიოდა.” ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გერმანელი კომპოზიტორი შედევრებს ქმნიდა, საკუთარი გულის ფეთქვის მიყურადებით და მისი მელოდიების გასაოცარ რიტმს, გულის კარდიალურ პათოლოგიას უნდა ვუმადლოდეთ. მიჩიგანის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მელოდიების ასეთი რიტმი, განპირობებულია კარდიალური არითმიით, იმ ირეგულაური წყვეტებით, რომელიც გულის ფეთქვებს შორის არსებობდა.

„მისი მელოდიები შეიძლება განცდილი ყოფილიყო გულის ფეთქვით, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურადაც. ამ ყოველივე კი განაპირობებდა გულის არითმია, რომლის მახასიათებელი რიტმული ამოვარდნებიც, გვხვდება ბეთჰოვენის მელოდიებში“ The Daily Mail – ის საშუალებით აქვეყნებს ამ ინფორმაციას Joel Howell .
კომპოზიტორის ინსტრუქციებში, რომელიც იქმნება მუსიკოსებისათვის, ერთ-ერთ ნაწილში მოხსენიებულია სიტყვა ‘beklemmt’, რომელიც გერმანულად გულის სიმძიმეს ნიშნავს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს, როგორც სევდის გამომხატველი სიტყვა, ამავე დროს შეიძლება პირდაპირ გამოხატავდეს იმ შეგრძნებას, რომელიც გულზე სიმძიმის სახით ჩნდება, კარდიალური დაავადებებისას. გარდა ამისა, ნოტებში ხშირად შეინიშნებოდა ისეთი ამოვარდნები, რომელიც ჟანგბადის უკმარისობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.