ასტრონავტები კოსმოსში 340-დღიანი მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ

საოცარი კადრები კოსმოსიდან დედამიწაზე

კოსმოსში 340-დღიანი მისიის შესრულების შემდეგ დედამიწას სამი ასტრონავტი დაუბრუნდა. ისინი 2015 წლის 27 მარტს გაემგზავრნენ კოსმოსში და დაბრუნდნენ 2016 წლის 1-ელ მარტს. მათ თითქმის ერთი წელი გაატარეს კოსმოსში და ნასას ცნობით აქამდე ადამიანთა კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობაზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ამ მოგზაურობაში სამი ატრონავტი იმყოფებოდა. ესენი არიან: სკოტ კელი, მიხეილ კორნიენკო და სერგეი ვოლკოვი. მათი მისია იყო გამოეკვლიათ თუ როგორ აისახება კოსმოსში დიდი ხნით ყოფნა ადამიანის სხეულზე და რა ცვლილებებს იწვევს ის ადამიანთა ფსიქოლოგიაში.

ნასას ცნობით ხომალდი ყაზახეთის კოსმოდრომზე დაეშვა. კოსმოსიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს კი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, შემდგომ ამერიკელ სკოტ კელის ჰიუსტონში გაამგზავრებენ და მას ნასას მეცნიერები დააკვირდებიან.

ეს საინტერესო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ⬇

path-2 Created with Sketch.