ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია,რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს

ტაივანში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ააგეს

ტაივანის ჩრდილო-დასავლეთით ბროლის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ეკლესია ააშენეს.მშენებლობა 4 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ეს ორიგინალური შენობა 320 პანელისგან შედგება და მისი სიმაღლე 16 მეტრია.
ეკლესიის აშენებას სიმბოლური ხასიათი აქვს. ის ახალგაზრდა გოგონას,ვონგის ხსოვნას მიუძღვნეს,რომელსაც ავადმყოფობის გამო ორივე ფეხი მოკვეთეს. ამის გამო კი მისი ქორწინება აღარ შედგა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ეკლესიაში გაატარა.
ამ ეკლესიის ასაშენებლად 23 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ის ტაივანის ლანდშაფტის პარკში მდებარეობს.
უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ამ ლურჯი მინის შენობაში რელიგიური მსახურება არ გაიმართება, ის მხოლოდ ტურისტებსა და საქორწინო ცერემონიალებს უმასპინძლებს.

path-2 Created with Sketch.