ბუნებაში მამრების არსებობის საჭიროებას, თავისი მეცნიერული ახსნა მოეპოვება

University of east Anglia – ის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბუნებაში მამრების არსებობას თავისი მეცნიერული ახსნა მოეპოვება.

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, საკმაოდ მძაფრად წამოჭრა საკითხი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. გამოჩნდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც ლიბერალიზმის ფონზე, ჰომოსექსუალთა მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა და იქითა ფლანგზე დარჩენილ საზოგადოებას კი, მარტივად “ჰომობიის” მოწინავე არმია უწოდა. ბევრმა ქრისტიანული მრწამსი დაუპირისპირა ამ გაუკუღმართებულ საქციელს და პრობლემის გადაწყვეტა, ფიზიკურ ძალადობის ხარჯზე გადაწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტალური ღირებულება, რომელიც აზრის თავისუფლების სახითაა წარმოჩენილი, ყველაზე კარგად სწორედ ამ საკითხში იქნა გამოყენებული. განურჩევლად ცოდნისა, კომპეტენციისა, ასაკისა და ა.შ. ყველა ერთბაშად ალაპარაკდა ამ საკითზე და როგორც ქართველებს გვჩვევია, ყველამ საკუთარი მოსაზრება დაასახელა ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად. ამან კი , ისიც ცხადყო რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს პოლემიკის, ჯანსაღი კამათის კულტურის დეფიციტი, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის არ ცოდნა, ქრისტიანული სარწმუნოების ყველაზე ღირებული ცნების – მიმტევებლობის დავიწყება, მოყვასის სიყვარულის გადაგვარება და ა.შ.
რაღა თქმა უნდა ჩემშიც, გენეტიკურმა ხაზმა თავისი გაიტანა და გადავწყვიტე მეც, როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც გამაჩნია სუბიექტური ხედვა,( სუბიექტური ხედვა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის აპრიორი) დამეფიქსირებინა ჩემი მოკრძალებული აზრი ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებაში და საკუთარი შეხედულების მეტი დამაჯერებლობისათვის, რამოდენიმე არგუმენტი მოვიძიე, ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით.
გასული წლის ზაფხულს, სოფელ გედსამანიაში ყოფნისას, როდესაც ჩემს მეგობარს ვსტუმრობდი, ერთ მეტად უცნაურ ფაქტს გადავაწყდი (რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი გახლდათ). სახლის წინ, წყვილად მდგარი ლამაზი ნერგები შევნიშნე, ერთმანეთს რომ ბაღის ბავშვებივით ეხვედონენ. თვალს ვერ ვწყვეტდი მათ ურთიერთდამოკიდებულებას და იმ ენერგეტიკას, რომელიც ამ უმეტყველო არსებებს შორის იკითხებოდა. ჩემი უცოდინრობიდან გამომდინარე, ნაყოფის დადგენა ვერ შევძელი და ატმიომაც მეგობარს გ. ჩადუნელს მივმართე დახმარებისათვის. გივიმ უმალვე გამარკვია, რომ ის ორი ერთმანეთზე გადაჭდობილი ხე, სამხრეთ ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე აღმოჩენებული კივი იყო. იქვე დასძინა, რომ კივს ნაყოფის მისაღებად ესაჭიროება მამრი ხე, რომლის ფუნქციური როლი მდედრის დამტვერვაშია, ნაყოფს კი ეს უკანასკნელი იძლევა. აი, სწორედ მაშინ დავფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ კარგ მაგალითებს გვაძლევს ბუნება, თუ როგორ მარტივად შეიძლება ბუნებაზე დაკვირვებით, კაცობრიობის შენარჩუნებისა და გამრავლების სწორი გზა ავირჩიოთ.
არაერთი საინტერესო კვლევების მოძიების შედეგად, გამოვარჩიე University of east Anglia – ის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბუნებაში მამრების არსებობას თავისი მეცნიერული ახსნა მოეპოვება. ჟურნალ “Nature” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მდედრების მხრიდან მამრების არჩევითობა და ამავე დროს მამრებს შორის კონკურენცია, გენეტიკურ სახეობებში აუმჯობესებს ჯანმრთელობის ხარისხს. გარდა ამისა, ანადგურებს მომწამვლელ გენეტიკურ მუტაციებს, რომელიც მამრებში რეპროდუქციის უნარის მოსპობის საფრთხეს ქმნის.
“გვაინტერესებდა გაგვერკვია რა მიზეზით იქნა განპირობებული მამრების არსებობის დაშვება, მათი საჭიროება, მაშინ როდესაც არიან უსქესო ინდივიდები, რომელთაც სექსუალური კავშირის გარეშე შეუძლიათ გამრავლება და ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი მეთოდი უფრო ეფექტური იქნებოდა შთამომავლობის მისაღებად.” აცხადებს კვლევის კურატორი Brent Emerson. მკვლევარები,10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ხოჭოების ორ ჯგუს. განსხვავებას მათ შორის, მხოლოდ ჯგუფებში მამრების რაოდენობა წარმოადგენდა (პირველ ჯგუფში 90 მამრი და 10 მდედრი, ხოლო მეორე ჯგუფში მდედრისა და მამრის რიცხვი გათანაბრებული იყო). შედეგებმა აჩვენა, რომ ის ჯგუფი სადაც მამრები ჭარბობდნენ მდედრებს, იქ აღინიშნებოდა მეტი ბრძოლის უნარიანობა გადარჩენისადმი და აღინიშნებოდა უკეთესი უნარჩვევები. მეორე ჯგუფში კი, ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეული იყო მამრების სიმცირით და ამავე დროს, ხოჭოებს შორის ენდოგამია (ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის ) იყო ძალიან სწრაფად ცვალებადი.
“ჩატარებული კვლევა, აგრეთვე მხარს უჭერს იმ მსოაზრებას, რომ სექსუალური გზით გამრავლება არის ყველაზე ეფექტური ფორმა და იმ დასახლებებში, სადაც ინდივიდებს შორის რეპროდუქცია მიმდინარეობს სექსუალური გზის გარეშე, აღინიშნება მუტაციის უფრო მეტი დაზიანებული ფორმები და არსებობს რეალური საფრთხე, დროის ახლო მონაკვეთში მათი გადაშენებისა.” საკუთარ ხედვებს გვიზიარებს Brent Emerson. ასე რომ, ვფიქრობ ეს ორი ბუნებისმიერი მაგალითი, არცთუ ისე ცუდი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ მამრსა და მდედროს შორის სექსუალური გზით რეპროდუქცია, არის გამრავლების ყველაზე სწორი ფორმა, რომლიც ხელს უწყობს კაცობრიობის სტაბილურ განვითარებას.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.