გაიგეთ მეტი, ყავის 10 უნიკალური თვისების შესახებ

ფინჯან ყავას ხომ არ მიირთმევთ ? ალბათ ყველაზე ხშირად გაჟღერებული შეთავაზება, რომელიც სტუმრის, მეგობრის, ნაცნობის თუ უცნობის მიმართ ხორციელდება.

ფინჯან ყავას ხომ არ მიირთმევთ ? ალბათ ყველაზე ხშირად გაჟღერებული შეთავაზება, რომელიც სტუმრის, მეგობრის, ნაცნობის თუ უცნობის მიმართ ხორციელდება. ნამდვილადაც, რომ ყავის უნიკალურმა ბუნებამ განაპირობა მისი მსოფლიო აქტუალობა. ყავა ცილდება გეოგრაფიულ, კულტურულ, სოციალურ და ზოგადად ყველა საზღვრებს, ის თითქმის მსოფლიო მოსახლეობის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. უმრავლესობის დილა ყავით იწყება და შემდეგ ენერგიულად ყავითვე გრძელდება. გარდა იდეალური სურნელისა და გემოვნებისა, ყავას აქვს სხვა მთელი რიგი დადებითი თვისებები, რომლებიც ადამიანის ნეირობიოლოგიურ პროცესებზე პოზიტიურად აისახება.

1 ჩვენი სხეული და გონება, უფრო აქტიურ ფაზაში გადაყავს. კოფეინი, სხეულში საწვავის ფუნქცია აკისრია. ააქტიურებს ადრენალინის დონეს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ჩვენი ენერგეტიკის ზრდას.
2 ხელს უშლის დიაბეტის წარმოქმნას. ისინი, ვინც ყავას რეგულარულად მიირთმევენ, მათ შემთხვევაში ნაკლებია რისკი დიაბეტის შეძენისა, ხოლო დიაბეტიანები, რომლებიც სტაბილურად სვავენ ყავას, მათში დიდია ალბათობა, რომ აღნიშნული დაავადება არ გახდეს ფატალური შედეგის მიზეზი. ყავა ხელს უწყობს ასევე, კარდიოვასკულარულ ფუნქციის გაუმჯობასაც.
3 ყავა ცნობილია, როგორც ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეგობარი. ყავის ხშირი მიღება ამცირებს ცეროზისა და ღვიძლის კიბოს წარმოქმნის რისკ.
4 კოფეინი ხელს უშლის ადენოსინის გამოყოფას, რითაც აიხსნება ჩვენში დიდი ენერგიის გამოთავისუფლება, ტვინში აჩქარებული მიმდინარე პროცესები, გაუმჯობესებული რეაქცია და კარგი მეხსიერება, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ, ყავის მოქმედების დროის განმავლობაში გვრჩება.
5 გვეხმარება გვქონდეს უფრო ჯანსაღი ტვინი. ყავა, მთელი ძალებით იბრძვის პარკინსონისა და ალცაიმერის წინააღმდეგ. მართალია ამ დაავადებების განკურნება შეუძლებელია, თუმცა ყავა იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ არ ვიყოთ ამ დაავადების მიმართ მიდრეკილები.
6 ჰარვარდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყავის მიღება მამაკაცებში ამცირებს სუიციდის სურვილს. ამავე დროს, ყავის სტაბილური მიღება უზრუნველყოფს, რომ დღის განმავლობაშ 10%ნაკლებად ვიყოთ მოწყენილები, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც არ მეგობრობენ კოფეინთან.
7 გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჩატარებულ იქნა 2011წელს, დადგინდა რომ ის ვინც, დღეში 6 ფინჯან ყავას მიირთმევდა, მათში 60% ნაკლები იყო პროსტატის განვითარების რისკი. 3 ჭიქის შემთხვევაში კი, 30% მცირდებოდა ამ დააავადების განვითარების ალბათობა. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას ღებულობა 50 000 მამაკაცი.
8 გაგიკვირდებათ და ყავა თავისი შემცველობით, არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ასთმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 1993 წელს ჰარვარდში, Dr. Scott Weiss-მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ისინი ვინც ყავის აქტიური მომხმარებლები იყვნენ, მათ ნაკლებად აღენიშნებოდათ სპაზმური შეტევები. აგრეთვე კვლევებმა ჩვენა, რომ ყავა ქიმიურად უთანატოლდება თეოფილინს, რომელიც გამოიყენება ასთმის და ბრონქიტის სამკურნალოდ. Dr. Scott Weiss-მა შეისწავლა 20 000 ასთმით დაავადებული ადამიანი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მიიღო ზემოჩვენებული შედეგები.
9 გაერთიანებულ სამეფოშi ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყავის მსმელები საშუალოდ უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებდნენ,ვიდრე მისი პასიური მომხმარებლები. ამის მიზეზად კი, ყავის მსმელების პუნქტუალობა სახელდება. ყავის მსმელები ყოველთის დანიშნულ დროზე მიდიან შეხვედრებს, ვიდრე ჩაის მსმელები და ამავე დროს, მათ დღის განმავლობაშიც უფრო მეტი ენერგია გააჩნიათ. ბრიტანული გაზეთი “The Guardian” იგივეს ამტკიცებს და დასძენს, რომ ყავის მსმელები უფრო მიზანმიართულები არიან.
10 ყავა ხელს უწყობს ნაღველის უფრო აქტიურ და პროდუქტიულ მუშაობას, რაც საბოლოო ჯამში ეხმარება ორგანიზმს საჭმლის კარგ მონელებაში.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.