დედამიწის ყველაზე მაღალი ხე – ჰიპერიონი

ჰიპერიონი მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ყველაზე მაღალი ხეა, დღემდე არ წყვეტს ზრდას.

მეცნიერების მნიშვნელოვან და საყურადღებო უცნაურობებს შორის, საინტერესოა ასევე ბუნების წიაღში არსებული უცნაურობების დაკვირვება. ამ მხრივ ჩვენს ყურადღებას იპყრობს დედამიწის ზურგზე არსებული ყველაზე მაღალი ხე. ალბათ ყველას აინტერესებს მისი რაობა და ადგილმდებარეობა. საუბარია “Hyperion” (ჰიპერიონი) – ხეზე, რომელიც სექვოიას ოჯახის წარმომადგენელია და სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთ ნაწილში, კალიფორნიის რედვუდის პარკში სახლობს.

სახელი ჰიპერიონი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვითაც გეასა (მიწის ქალღმერთი) და ურანის (ცის ღმერთი) ერთ-ერთი შვილი ჰიპერიონი ( რაც ნიშნავს : ის ვინც ზემოდან იყურება ) წარმოადგენდა ყველაზე მაღალ ტიტანს იმდროინდელ ტიტანებს შორის. გეა და ურანი გახლდნენ ტიტანების პირველი თაობის მშობლები. ჰიპერიონი, ნიუ იორკში არსებულ თავისუფლების ქანდაკებაზე 20 მეტრით მაღალია და გამომდინარე აქედან სიმაღლეში 115.55 მეტრია. აღსაღნიშნავია, რომ იგი არ წყვეტს ზრდას და გამოანგარიშების მიხედვით, შეიცავს დაახლოებით 526.69 კუბურ მეტრ ხეს, ხოლო წლოვანებით კი, დაახლოებით 700-800 წლისაა.

დიამეტრის თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ხე არის – Tule, რომლის დიამეტრია 14.05 მეტრი, ხოლო წლოვანება დაახლოებით 2000 წელი. აღნიშნული ხის ჩრდილი, იტევს დაახლოებით 500 ადამიანს.

ა.ჯანჯღავა

Comments are closed.

path-2 Created with Sketch.