თითები ამხელენ მოღალატეებს

ერთგულება, ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობის მთავარი საყრდენი ძალაა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან დაბალი კოეფიციენტით ხასიათდება.

ერთგულება, ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობის მთავარი საყრდენი ძალაა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან დაბალი კოეფიციენტით ხასიათდება. ყოველთვის, როცა ერთგულებაზე მიდგება საუბარი, მოღალატეებად რატომღაც მამრობით სქეს უფრო მოიხსენიებენ და ამ „ნიჭსაც“ ხშირ შემთხვევაში, მათ მიაწერენ ხოლმე. მთელი რიგი კვლევების შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი Robin Dunbar და Northumbria უნივერსიტეტის პროფესორი John Manning აცხადებენ, რომ ერთგულება, პიროვნული ხასიათი და ღალატისაკენ მიდრეკილება, სულაც არ არის სქესზე დამოკიდებული, არამედ ყველაფრის გამჟღავნება ხდება თითების სიგრძის საშუალებით.

ჟურნალ Biology Letters გამოქვეყნებულ სტატიის მიხედვით, კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა 1.314 ქალისა და მამაკაცის მარჯვენა ხელი. თითებზე დაკვირვებით, ხდებოდა ერთგულების კოეფიციენტის დადგენა. დაკვირვება ხდებოდა საჩვენებელ და არა თითებზე. შედეგების მიხედვით, იმ ინდივიდებში, რომელთაც საჩვენებელი თითი ქონდათ მოკლე, მათში აღინიშნებოდა უფრო მეტი ტესტოსტერონის გამოთავისუფლება და ამ ადამიანებში უფრო მეტი მოთხოვნილება იყო ცვალებად, მრავალფეროვან ურთიერთობებზე. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ღალატისაკენ უფრო მიდრეკილები და მეგობრულად განწყობილები არიან. საპირისპირო შედეგი მიიღეს, იმ ინდივიდების შემთხვევაში, რომელთაც თანაბარი სიგრძის თითები ქონდათ, ასეთი ინდივიდები უფრო მიდრეკილები აღმოჩდნენ ხანგრძლივი ურთიერთობებისაკენ. ამავე დროს ასეთი ადამიანები უფრო მშვიდები, მოსიყვარულეები, არაკონფლიქტურები და ძალიან ორგანიზებულები არიან.
მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ წყვილებს შორის ურთიერთობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი გარემო და რომ, ყველა ხასიათი, თუ მახასიათებელი ნიშანი ადამიანს გენეტიკურად არ გადაეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, კვლევების ხარჯზე, უფრო მარტივად შეგვიძლია პიროვნების ერთგულების ხანგრძლივობის დადგენა.
მგონი ახლა კი დროა, დავხედოთ საკუთარ თითებს ან გადავამოწმოთ ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი, რომელსაც ვენდობით და მეგზურად გვეგულება.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.