ლუდის 9 სასარგებლო თვისება

მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციით ლუდიც ალკოჰოლურ სასმელთა ჯგუფს მიეკუთვნება, მას სხვა ალკოჰოლური სასმლებისაგან განსხვავებით ბევრი დადებითი თვისება გააჩნია.

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად, პირდაპირ პროპორციულად იმატებს მოთხოვნილება ლუდთან მიმართებაში. საქართველო კი, ლუდის ხარშვისა და ზოგადად ლუდის სტატისტიკური მოხმარების მხრივ ერთ-ერთია იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც, ამ ჯადოსნური ელექსირის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციით ლუდიც ალკოჰოლურ სასმელთა ჯგუფს მიეკუთვნება, მას სხვა ალკოჰოლური სასმლებისაგან განსხვავებით ბევრი დადებითი თვისება გააჩნია.

– 2009 წელს, ბოსტონის ტაფტის უნივერსტიტეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეში ერთი ან ორი ქილა ლუდის მიღება სასარგებლოა და ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივეს. ლუდის ამ დადებით თვისებას განპირობებს სილიციუმი ( კაჟმბადი ), რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ლუდში. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული ეფექტის მისაღებად საჭიროა ლუდის ზომიერი მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საპირისპირო შედეგიც მივიღოთ.
– მეორე გამორჩეული თვისება სარგებლიანობის მხრივ, გამომდინარეობს იქიდან, რომ ლუდის მიღება ხდება ქერის საშუალები და ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ხელს უწყობს კანის უკეთ შენახვას. ლუდი, ასევე შეიცავს მჟავებს, რომლებიც გვხვდება ბრინჯის, სიმინდის და პომიდვრის შემადგენლობაში. აღნიშნული მჟავები კი, კანს იცავენ მზის სხვივებისაგან.
– ლუდი შეიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ვიტამინს, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებში შედის. ერთი ლიტრი ლუდის მიღება, ორგანიზმში 35%-ით ავსებს B6 ვიტამინის მოთხოვნილებას. შეგახსენებთ, რომ B6 ვიტამინი, ორგანიზმს იცავს ანემიისაგან და არის საუკეთესო უჯრედების აღმდგენი. აგრეთვე, აძლიერებს ნერვულ სისტემას. ზემოხსენებულ ვიტამებთან ერთად, ლუდის შემცველობაში შედის ისეთი ვიტამინები, როგორიცაა A, E და D.
– 2010 წელს, შტატებში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 38 000 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, თითო მათგანი ყოველდღე 4 წლის განმავლობაში სვავდა 1 ან 2 ქილა ლუდს. შედეგებმა აჩვენა, რომ ის მამაკაცები ვინც რეგულარუად და ზომიერად მიირთმევდნენ ჯადოსნურ სითხეს, მათში 25% შემცირდა დიაბეტის განვითარების ალბათობა. თუმცა, ამ მეთოდს გამოყენებას, შედეგი აქვს მხოლოდ ლუდის ზომიერი მოხმარების შემთხვევაში.
– ათენის ჰაროკოპიოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, ცხადყო, რომ კარდიოვასკულარული ჯანსაღი ფუნქციორებისათვის ლუდი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდნენ, 35 წლამდელი ასაკის არამწეველი მამაკაცები და მათ სამი ტიპის განსხვავებული სასმელი : არაყი, ლუდი და უალკოჰოლო ლუდი. ამ სამ წარმოდგენილ სასმელებს შორის, კი ლუდი აღმოჩნდა ყველაზე კარგად მორგებული ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
– ლუდის ზომიერი რაოდენობით მიღება, ხელს უწყობს არტერიებიდან ცუდი ქოლესტეროლის გამოდევნას, რომელიც ხშირად მალულად ღვიძლში სახლობს. ამიტომაც, ერთი ან ორი ქილა ლუდი საუკეთესო პრევენციის ფორმაა ქოლესტეროლთან თავიდან დასამარცხებლად.
– ცხელ ლუდი (მართალია არც თუ ისე სასიამოვნოდ ჟღერს თუმცა..) ხელს უწყობს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ ეფექტის მისაღწევად კი აუცილებელია, რომ ლუდში არსებული ქერი ცხელ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, რის შედეგადაც ხდება სისხლ-ძარღვების გაფართოება და სასუნთქი მილების გათავისუფლებაც. ცხელი ლუდი სხვა დაავადებებთან ერთად, ყველაზე ეფექტურად ებრძვის გირპს.
– ლუდის კალორიული შემცველობა ძალიან პროცენტულად ძალიან დაბალია. მაგალითად: ერთი ქილა ლუდი, შეიცავს გაცილებით ნაკლებ კალორიებს, ვიდრე ერთი ჭიქა ვაშლის წვენი, ან ჭიქა რძე ან სულაც ერთი ჭიქა,გამაგრილებელი სასმელი. აგრეთვე, იდეალურია თირკმლების გაწმენდისათვის.
– “Food and Chemical Toxicology” გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დღეში ერთი ან ორი ქილა ლუდი, ხელს უშლის ალცაიმერის განვითარებას. ამ თვისებას კი, ისევ და ისევ უნდა ვუმადლობდეთ მასში არსებული სილიციუმის რაოდენობას. სილიციუმი შეიცავს დიდი რაოდენობით ალუმინს, რომლის ნაკლებობაც პირდაპირ კავშირშია ზემოხსენებულ დაავადებასთან.

ა. ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.