მზად ხართ, აიხდინოთ ბავშვობის ოცნება?

“სახლი სულიერი თავისუფლების შეგრძნებით”, ასე მოიხსენიებენ ეკოკაპსულას შემქმნელებიwww.ecocapsule.sk

ალბათ ბავშვობაში ყველას გიოცნებიათ, გქონოდათ საკუთარი სახლი მთის წვერზე, ყველაზე ახლოს ყოფილიყავით ცის თაღებთან და გამადიდებელი შუშის ეფექტით, გემზირათ ვარსკვლავებისათვის? გიოცნებიათ, გქონოდათ საკუთარი სახლი დედამიწის ნებისმიერ წერტილში?

გქონდეთ საკუთარი რეზიდენცია დაუსახლებელ ადგილებში, შეიძლება წარმოუდგენელ ოცნებადაც მიგაჩნდეთ, თუმცა სლოვაკური კომპანია Nice Architects გვთავაზობს კაფსულის მოდელს, რომლითაც ზემოჩამოთვლილი ოცნებების ასრულება ყველაზე მარტივად შეიძლება. კომპანიის მიერ შექმნილი ეკოკაპსულა, საშუალებას იძლევა დავსახლდეთ დედამიწის ნებისმიერ ადგილას. “სახლი სულიერი თავისუფლების შეგრძნებით”, ასე მოიხსენიებენ ეკოკაპსულას შემქმნელებიwww.ecocapsule.sk
მართალია კაპსულა საკმაოდ პატარაა და მისი საერთო ფართობი, სულ რაღაც 8 კვადრატული მეტრით შემოიფარგლება, თუმცა აღჭურვილია ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალებით, რაც საჭიროა კომფორტული პირობების შესაქმნელად და სტაბილური ცხოვრების პირობებისათვის. საწოლი ლოგინი, სამზარეულო, საპირფარეშო და აბაზანა. ამასთანავე, ეკოკაპსულას აქვს მისაღები ოთახი, ორი დიდი ფანჯარა და ორი სათავსო, საჭირო ნივთების შესანახად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ეკოლოგიურად სუფთა სახლზე, რომელიც ელექტროენერგიას, მზის ენერგო დანადგარებისა და ქარის ენერგიის საშუალებით ღებულობს. წყალს რესურს, კი ბუნებრივად წვიმის საშუალებით იმარაგებს. კაფსულის შემქმნელები იუწყებიან, რომ ეკოკაფსულა სრულიად უსაფრთხოა საზოგადოებისათვის.

სიმაღლე – 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი.
სიგრძე – 4 მეტრი და 50 სანტიმეტრი.
სიგანე – 2 მეტრი და 25 სანტიმეტრი.
პროექტი “ეკოკაპსულა”, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავებისა და დახვეწის პროცესშია, კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, შემდეგი წლიდან მზად იქნება რეალიზაციისათვის.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.