ოპტიმიზმი, გულ-სისხლძარღვთა ჯანსაღი მუშაობის საიდუმლო.

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული შედეგები.

ის, რომ განწყობა ზემოქმედებს ადამიანში მიმდინარე ნეირო-ბიოლოგიურ პროცესებზე, უკვე სადავო აღარაა, თუმცა ამერიკელი მეცნიერების დასკნა ოპტიმიზმსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის კავშირს შორის, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას ღებულობდა 5.100 – 45 წლიდან 48 წლამდე ასაკის მოხალისე. რამოდენიმე კვლევის ჩატარების შედეგად მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ინდივიდები რომლებიც ომპტიმიზმით გამოირჩევიან, მათში გულ-სისხლძარღვთა სისტემა გაცილებით ჯანსაღ მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებიც პესიმიზმისკენ არიან მიდრეკილები.

იგივე შედეგობრივი კავშირი იქნა შენარჩუნებული ისეთი ფაქტორების მხრივაც, როგორიცაა : არტერიული წნევა, სხეულის მასა, ქოლესტეროლის შემცველობა, გლუკოზა, დიეტა, ფიზიკური აქტივობა და თამბაქოს მოხმარება.

ასე, რომ საკმაოზე მეტი მიზეზი გვაქვს საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, ვიფიქროთ ოპტიმისტურად და ვიყოთ მომართულებული პოზიტივისკენ.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.