რატომ ვიწევით ფეხის წვერებზე, პირველი კოცნისას?

ერთი წუთის განმავლობაში ხდება დაახლოებით 15 კალორიის წვა.

ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორ Sheril Kirshenbaum -ის მტკიცებით : “პირველი კოცნა, ადამიანის სიცოცხლის მანძილზე შეძენილ გამოცდილებათა შორის, ყველაზე დიდხანს რჩება მეხსიერებაში, მათ შორის პირველ სექსუალურ აქტზე ხანგრძლივადაც კი”. კოცნისას ხდება ჰორმონ დომპამინის გამოთავისუფლება – ნეირომედიატორისა, რომელიც სასურველი ადამიანის გვერდით აუცილებელი ყოფნის საჭიროებას წარმოშობს და ქმნის გრავიტაციის დაკარგვის განცდას. სწორედ ამ უკანასკნელით აიხსნება, ჩვენი ფეხის წვერებზე აწევა პირველი კოცნისას.
პროფესორი შერილი თავის წიგნში – “მეცნიერება კოცნის შესახებ” საუბრობს სხვა ჰორმონებზე, რომლებიც წნევის მატებასთან ერთად ხელს უწყობენ გულის ცემის აჩქარებას და მაქსიმალურად გვაგრძნობინებენ, ჩვენს არსებობას აწმყოში. თავის მხრივ ოქსიტოცინი ხელს უწყობს წყვილში მიჯაჭვულობისა და ერთიანობის განცდის მატებას, ტესტოსტერონი კი უფრო ამძაფრებს ლტოლვას. ტუჩებზეც არის მთელი რიგი ნერვული დაბოლოებები, რომლებიც სიამოვნების განცდის ზრდაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობენ.
შერილის მიხედვით, კოცნა არის ბიოქიმიური ღრმა ცოდნა, როდესაც ხდება ასი ათასობით ბაქტერიისა და მიკრო ორგანიზმების გაზიარება. ერთი წუთის განმავლობაში ხდება დაახლოებით 15 კალორიის წვა. პარალელურად რამოდენიმე კუნთის პროცესში ჩაბმა და გააქტიურება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ენდორფინების იმდენად დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებას, რომ იქნება განცდა თითქოსდა სამყაროს მიღმა მსუბუქად ვცდებოდეთ მიწას და ვტივტივებდეთ. კოცნისას ფეხის წვერებზე აწევის აუცილებლობის კიდევ ერთი მიზეზი.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.