რა არის ორთორექსია?

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მოდური გახდა სწორი კვებისადმი აკვიატება.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მოდური გახდა სწორი კვებისადმი აკვიატება. ახალგაზრდებმა გაიაზრეს, რომ სასურველი სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად, საათობრივად, გეგმიურად და ხარისხობრივად უნდა იკვებონ. აღნიშნული ტენდენცია, არა ამრტო საზოგადოების ჯანმრთელობისა და პოზიტივის წყაროა, არამედ მომავალი თაობისთვისაც ნაყოფიერია, რამდენადაც ვადგენთ სწორი კვების ნორმებს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენს შემდეგ თაობას გაუადვილდება ამ პრობლემებთან ბრძოლა.

თუმცა მიუხედავად სწორი კვების სასარგებლო თვისებებისა, მაინც არის რიგი უარყოფითი მხარეები, რომლებიც შესაბამისად ჩვენს ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს. საუბარია ორთორექსიაზე, ნერვული მოშლილობის ახალი ნაირსახეობაზე, რომელიც გამოიხატება ჯანსაღი საკვებისადმი გადამეტებულ სიყვარულში, აკვიატებაში. ადამიანები, იმდენად მგრძნობიარენი ხდებიან ჯანსაღი საკვები პროდუქტებისადმი, რომ უარს ამბობენ ცომეულზე, ალკოჰოლზე, ცხიმებზე და ყოველგვარ ხელოვნურ დანამატებზე, თუმცა ამასთან ერთად არ იკვეებიან ხორცით, არ მიირთმევენ კვერცს, შაქარს, თითოეული კვების განრიგი მათემატიკური ფორმულის მსგავსად აქვთ დაგეგმილი და გამოთვლილი. რაც ერთიანობაში იწვევს მათში სტრესს, დათრგუნვას, გადაღლილობას და საბოლო ჯამში, პოზიტიური შედეგის ნაცვლად ვღებულობთ ნერვულ მოშლილობას.
ორთორექსია – ეს ტერმინი პირველად შემოღებულ იქნა 1997 წელს, ამერიკელი ექიმის Steven Bratman-მიერ. რომელიც გვაფრთხილებს, რომ ორთორექსია იწვევს ვიტამინების კარგვას, გამოფიტვას, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ისეთ ფატალურ შედეგამდეც მივიდეთ, როგორიცაა – შიმშილით სიცოცხლის მოსპობა. სტატისტიკური კვლევების თანახმად, ორთორექსია განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 28% ითვლის და სამწუხაროდ, განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია.
ორთორექსია, თავის მონათესავე ნერვული მოშლილობის ფორმებისაგან განსხვავებით, როგორიცაა ბულემია და ანორექსია, მხოლოდ საკვების ხარისხზე მანიაკური აკვიატებაა, ხოლო ამ ორი უკანასკნელის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს, რაციონიდან რაც შეიძლება მეტი საკვები პროდუქტის ამოღებას და შემცირებულ ჩამონათვალს, რომელიც იწვევს ანორექსიულ და ბულემიურ ნერვულ აშლილობას, რომლის მკურნალობასაც საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა ჭირდება.
ასე, რომ ძირს ორთორექსია, ანორექსია, ბულემია და სხვა მსგავსი ტიპის კომპლექსური დაავადებები. ჩემი სუბიექტური აზრით, დღის განმავლობაში მსუბუქად 3-4 ჯერ კვება და ყოველდღიური 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა, უფრო ეფექტური და მომგებიანია, ვიდრე დაუსრულებელი დიეტები, რომელთა ხარჯზეც წონის კლებასთან ერთად, გვაკლდება ნერვული სიმტკიცე და სიმშვიდე.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.