რა არის “Y2K38” და რატომ აშინებს ეს მოვლენა ვირტუალურ სამყაროს?

1999 წლებში საზოგადოებაში გავრცელდა “The Year 2000 problem” სახელით ცნობილი ტექნოლოგიური საფრთხე, რომელიც კოლაფს უწინასწარმეტყველებდა ვირტუალურ სივრცეს. ცნობილი ასევე როგორც “Millennium bug” და “the Y2K bug”, რომლის მიხედვითაც 1999 წლის 31 დეკემბერი ვირტუალურ სამყაროში შემდეგ დღეს დააფიქსირებდა არა როგორც 2000 წლის 1 იანვარს, არამედ 1900 წლის პირველ იანვარს, გამომდინარე იქიდან რომ სისტემების უმეტესობა კოდიფიცირებას ახდენდა 2 ციფრის საშუალებით. ზემოთ აღნიშნული ეფექტი, რომლის გამოსწორებაც მილიონობით ევრო დაჯდა, გვეხმარება ავხსნათ თუ რა იგულისხმება “Y2K38” და “The Year 2038 problem” ამ ორ ტერმინში.
“Y2K38” სხვა არაფერია თუ არა ვირტუალური “bug”(შეცდომა) რომელიც დროის 32 ბიტიან კოდიფიცირებასთან არის დაკავშირებული (იგივე რაც საათებშია გამოყენებული) და რომელის 2038 წელს იქნება გამოვლენილი. საქმე იმაშია, რომ საათობრივი სისტემა რომელიც კომპიუტერების უმრავლესობას აქვს,  დამყარებულია POSIX სისტემაზე, მარტივი ათვლითი სისტემა, რომელიც მატულობს ყოველი წამის გასვლის შემდგომ და ათვლის წერტილად აქვს 1970 წლის 1 იანვარი, შესაბამისად დრო შეესაბამება იმ გასულ წამთა რიცხვს, რომელიც მითითებული დროის შემდეგ აითვალა. თუმცა, რამდენადაც 32 ბიტიან სისტემებში დროის გამოსახვა ხდება ერთი ციფრითა და სიმბოლოთი, დადგება დრო როდესაც მთვლელი მაქსიმალურ შესაძლო ციფრს მიაღწევს და ათვლითი სისტემა უკუღმა რეჟიმში გადავა (ანუ დავბრუნდებით 1901 წელში). დღევანდელი სისტემა, რომელიც დროს ითვლის 21:00 31/12/1969-დან, შეცდომას დაუშვებენ 00:14:07 საათზე  2038 წლის 19 იანვარს  და შეცდომით დააფიქსირებენ 1901 წლის 13 დეკემბერს.
ჯერ რთულია ზუსტი შედეგების განსაზღვრა თუ რას მოუტანს მოცემული ინფორმატიკული პრობლემა მსოფლიო ვირტუალურ სამყაროს, თუმცა ცხადი ისაა, რომ ჯერ საკმაოდ დიდი დროა ამ პრობლემის ეფექტური გადაჭრის გზების საძიებლად. “Y2K38” პირველად აისახება Unix-ის ოპერაციულ სისტემაზე, რომელზეცაა აგებული როგორც  Android ისე  iOS სისტემები, ასევე ძალიან ბევრი ინტერნეტ სერვერი,  Wi-Fi მოწყობილობები და როუტერები.

 

 

path-2 Created with Sketch.