როდის და როგორ იბადება, პირველი შთაბეჭდილება

Max Plank -ის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, პირველი 4 წუთის განმავლობაში ხდება დაკვირვება, რომელიც ქვეცნობიერად მიმდინარეობს და დაახლოებით 102 განზომილებაში ხორციელდება.

მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით, სოციალური მოთხოვნილება ერთ-ერთი მოწინავეა იმ არსებულ მოთხოვნილებათა ჩამონათვალში, რომელიც თითოეულ ჩვენანს გააჩნია. სოციალურ მოთხოვნილება კი ყველაზე კარგად კომუნიკაციაშია გამოხატული. ამიტომ საინტერესო უდნა იყოს, ჩვენი ურთიერთობის საწყის ეტაპებზე როგორ ხდება შთაბეჭდილებების წარმოქმნა. ყველასათის კარგად ნაცნობი „პირველი შთაბეჭდილება“ იქმნება დაახლოებით 150 მილი წამიდან 90 წამამდე. ზემოხსენებული შთაბეჭდილება ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. Max Plank -ის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, პირველი 4 წუთის განმავლობაში ხდება დაკვირვება, რომელიც ქვეცნობიერად მიმდინარეობს და დაახლოებით 102 განზომილებაში ხორციელდება.

ზემოაღნიშნული 4 წუთი კი, შემდეგნაირად არ გადანაწილებული:

– პირველი წუთის განმავლობაში ვცდილობთ თანამოსაუბრის ასაკის დადგენას, ვაკვირდებით მის ფიგურას, მის ვიზუალურ მხარეს და ვფიქრობთ არის თუ არა ის ჩვენთის მიმზიდველი.
– მეორე და მესამე წუთი კი ვაკვირდებით მკერდს, ხელებს,სხეულის პოზიციას და გულდასმით ვუსმენთ თანამოსაუბრის ხმის ტონს.
– მეოთხე წუთზე კი უკვე ვიცით, რამდენად არის ეს ადამიანი ჩვენთვის მიმზიდველი. ამ დროის განმავლობაში კი ქვეცნობიერად, განუწყვეტლივ რეჟიმში მიმდინარეობს ფიქრი და დაკვირვება.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.