რომელია დედამიწის ყველაზე ქარიანი ადგილი ?

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიხედვით რამოდენიმე კანდიდატია გამოვლენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ევერესტის მთათა სისტემა, მთა ვაშინგტონი და პრისტოლ რივერი, ცნობილია ქარის მძლავრი ნაკადებით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიხედვით დედამიწის ყველაზე ქარიანი ადგილის ტიტულს, შემდეგი ქვეყნები ეცილებიან ერთმანეთს :

ბაროუს კუნძული – ავსტრალია

საუბარია ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა კუნძულზე, სადაც 1996 წლის 10 აპრილს იქნა რეგისტრირებული შემაძრწუნებელი სიმძლავრის ქარიშხალი, რომლის სიჩქარეს – 408 კილომეტრ საათი წარმოადგენდა. გამომდინარე იქიდან , რომ ტორნადოების უმეტესობას აქვს უფრო მეტი სიჩქარის განვითარების საშუალება, ჩვენი შემდეგი სადგური იქნება შეერთებული შტატები.

ოკლაჰომა – შეერთებული შტატები

შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტორნადოებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ყველაზე კარგად შეუძლიათ და სწორედაც, რომ WMO -ს მიერ ოკლაჰომაში იქნა ყველაზე სწრაფი ქარიშხალი რეგისტრირებული Bridge Creek -ის მახდლობლად 1999 წლის 3 მაისს, რომლის სიჩქარეც 460 კილომეტრ საათს აღწევდა.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.