რქიანი ქმარი – სად და როდის წამოირშვა?

იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, სუსტი სქესის დიდი მოტრფიალე ყოფილა. როცა რომელიმე ქალი მოეწონებოდა, მის ქმარს საიმპერატორო მამულში ნადირობის უფლებას აძლევდა, რაც დიდ პატივად ითვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რქები მხოლოდ ცხოველის ასოციაციას გვიქმნის ადმაიანებს, მაინც არსებობს გამონაკლისი, რომელიც მეტაფორული სახით გვხვდება “რქიანი ქმარი”. სამწუხაროა, თუმცა ამ ხატოვანი ფრაზის გაგებაში, ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება – ღალატია წარმოჩენილი. წყვილებს შორის ურთიერთობა სხვადასხვა გარემო ფაქტორების და გამო, ხშირად სასურველი შედეგით არ სრულდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამ ურთიერთობების ნგრევის მთავარი მიზეზი, ადამიანის მანკიერი თვისება – ღალატია. თავზე რქების დადგმა, ხშირად ასე მოიხსენიებენ იმ მოღალატე მეუღლეს, რომელიც სიყვარულისა და ერთგულების ფიცსს არღვევს და ღალატობს ყველაზე უწმინდესსა და უთბილესს.
“რქიანი ქმარი” – ამ ხატოვანი გამოთქმის ეტიმოლოგია კი შემდეგნაირია. იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, სუსტი სქესის დიდი მოტრფიალე ყოფილა. როცა რომელიმე ქალი მოეწონებოდა, მის ქმარს საიმპერატორო მამულში ნადირობის უფლებას აძლევდა, რაც დიდ პატივად ითვლებოდა.. ვისაც ეს საპატიო ნებართვა მიეცემოდა, დამადასტურებელ ნიშნად მის ჭიშკარზე ირმის რქებს აკრავდნენ.სანადიროდ წასულის ცოლს კი მალულად იმპერატორი სტუმრობდა. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოთქმა : “რქიანი ქმარი” ან სხვანაირად რომ ვთქვათ თავზე რქების დადგმა.

ა. ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.