ქალები უკეთ მართავენ ავტომობილებს. “PRIVILEGE INSURANCE” კვლევის შედეგები

ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქალების მხოლოდ 28% ფიქრობს, რომ ისინი უკეთ გამოიყურებიან საჭესთან ვიდრე მამაკაცები. საპირისპირო სქესის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 13 % – ია.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, იმ დაუსრულებელი დისკუსიის შესახებ, რომელიც დღემდე აქტუალურია და მოიცავს საჭესთან, სქესთა შორის უპირატესობებს. დღემდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უკეთ მართავს ავტომობილს ქალი თუ კაცი? სწორედ აღნიშნული საკითხის შესახებ, საკუთარი კვლევის რეზულტატები გაგავაცნო ლონდონურმა სადაზღვეო კომპანიამ “Privilege Insurance”, რომლის აზრითაც ის მოსაზრება, რომ ქალები ავტომობილის მართვისას გაცილებით მეტ შეცდომებს უშვებენ მცდარია. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქალების მხოლოდ 28% ფიქრობს, რომ ისინი უკეთ გამოიყურებიან საჭესთან ვიდრე მამაკაცები. საპირისპირო სქესის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 13 % – ია.
ლონდონში, ჰაიდ პარკის ტერიტორიაზე, 50 გამოკითხული მძღოლისა და 200 ავტომობილზე დაკვირვების შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ქალები გაცილებით ნაკლებ შეცდომებს უშვებენ მართვისას, ვიდრე მამაკაცები. არსებულის სტატისტიკა “Privilege Insurance”-მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება : ქალების მხოლოდ 4 % არ იცავდა რეკომენდირებულ მანძილს მანქანებს შორის, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში კი, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია, ანუ მამაკაცების 27 % არღვევდა ამ წესს. ამავე დროს, ქალები მართვისას უფრო თავაზიანები არიან, ვიდრე მამაკაცები, ქალების 39% მართვას სწავლობს სხვა კვალიფიციური მძღოლებისაგან, ეს რიცხვი მამაკაცებში მხოლოდ 28 %-ია.
ლონდონური სადაზღვეო კომპანიის “Privilege Insurance” ლიდერმა Charlotte Fielding განაცხადა „შეიძლება მამაკაცებისათვის მართვის ათვისება გაცილებით ადვილია და შემდგომში ისინი პროფესიონალი მძღოლებიც უფრო მარტივად ხდებიან, თუმცა ქალები უფრო ხშირად იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს და აქედან გამომდინარე შეცდომებიც ნაკლებად მოსდით, ვიდრე მამაკაცებს“. ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გავრცელებული მოსაზრება ქალების ცუდი მართვის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპული დამოკიდებულების მონაპოვარია. ასე რომ დროა ქალებს გამოვუცხადოთ სათანადო ნდობა და ვაღიაროთ მათი უნარ-ჩვევების დადებითი მხარეებიც, ავტომობილის მართვისას.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.