ღვინის 11 უნიკალური თვისება

ის, რომ საქართველო ვაზის ქვეყანაა და ღვინის კულტურა საკმაოდ მაღალია, ამას ტურისტების შეფასებებიც მოწმობს. ალადასტური, საფერავი, რქაწითელი, ოჯალეში და აღარ მოვყვები იმ უსასრულო ნუსხის ჩამოთვლას, რომლითაც ქართული ვაზის ჯიშები თავს იწონებენ.

ის, რომ საქართველო ვაზის ქვეყანაა და ღვინის კულტურა საკმაოდ მაღალია, ამას ტურისტების შეფასებებიც მოწმობს. ალადასტური, საფერავი, რქაწითელი, ოჯალეში და აღარ მოვყვები იმ უსასრულო ნუსხის ჩამოთვლას, რომლითაც ქართული ვაზის ჯიშები თავს იწონებენ. ღვინის მიმართ ქართველი კაცის დამოკიდებულება, ყოველთვის განსაკუთრებული იყო და სარიტუალო დატვირთვასაც ატარებდა. ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ ღვინის თბილი ემოციების გაღვივების მიღმა, ბევრი უარყოფითი და ორგანიზმისათვის საშიში თვისება იმალეა. მე კი შევეცდები ყველა ამ მითის გაქარწყლებას და წარმოგიდგენთ ყველა იმ დადებით მხარეებს, რომელიც ამ გემრიელ სითხეს ახასიათებს.

1 ბოსტონში Tufts University – ში ჩატარებული კვლევის შედეგად, სადაც მონაწილეობას ღებულობდა2400 მონაწილე, დადგინდა რომ ის ქალები, რომლებიც ღვინოს რეგულრად და ზომიერად შეექცევიან, მათ სხეულში გაცილებით ნაკლებად ხდებოდა ძვლოვანი მასების დაკარგვა, ვიდრე ქალთა იმ ჯგუფში რომლებსაც ღვინის მიმართ მწყრალი დამოკიდებულება გააჩნიათ.

2 ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ზომიერად შეექცევიან ღვინოს, 30 % ნაკლებია ინფაქრტისა და კარდიოლოგიური დაავადებების გამოვლინება.

3 West Virginia University უნივერსიტეტის ექსპერტის Martin E.Weisse – მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, ღვინოს აქვს უნიკალური უნარი, შეამციროს ბაქტერიების რაოდენობა სხეულში, რომელიც საკვების მიღებისას გამოიყოფა.

4 ვაშინგტონის სანტ ლუისის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიხედვით, ღვინის ზომიერი მიღება ხელს უშლი სიბრმავეს, თვალის გუგებში სისხლჩაქცევების გამოწვევას. “American Journal of Pathology” გამოქვეყნებულ სტატიაში წარმოჩენილია ის არგუმენტები, რომლის თანახმადაც, ღვინოში არსებული რესვერატოლის შემოცველობა ხელს უწყობს მხედველობის დაცვას.

5 ექსპერიმენტი სადაც მონაწილეობას ღებულობდა 2683 მამაკაცი და 2822 ქალი, რომელთა საშუალო ასაკი მერყეობდა 55 – 80, 7 წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებების შედეგად, გამოვლინდა რომ ისინი, ვინც კვირის განმავლობაში მიირთმევდნენ 6-7 ჭიქას, ნაკლებად იყვნენ დეპრესიისაკენ მიდრეკილნი.

6 ღვინის სმა ხელს უწყობს სისხლში უარყოფითი ქორესტელორის შემცირებას და ამავ დროულად, ასტიმულირებს HDL ქოლესტეროლს ანუ კეთილ ქორესტეროლს, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისებები გააჩნია.

7 “The Journal of Agricultural Food and Chemistry” ამ ჟურნალში გამოქვეყნდა ბარსელონის უნივერსიტეტის სტატია, რომლის თანახმადაც ღვინოში ყურძნის მეშვეობით არსებული მინარევები, აფერხებს ულტრაიისფერი სხივებით მიღებულ კანის დაზიანებებს.

8 ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ღვინის მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ღვინის რეგულარული და ზომიერი მიღება,50% მდე ამცირებს კუჭნაწლავების სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას.

9 “Loyola Medical Center” – ი იუწყება, რომ შავ ღვინოს აქვს თვისება შეამციროს სიგიჟის, ჭკუა სუსტობის წარმოქმნის პროცესი. ღვინის შესახებ არსებული სწავლების მიხედვით, რომელიც 1977წლიდან მომდინარეობს, 14 სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით დადგინდა, რომ ღვინის რეგულაური და ზომიერი მიღება ამცირებს ჟკუა სუსტობისა და სიგიჟის წარმოქმნის ალბათობას. იგივე მოსაზრებას ემხრობა და თავის მხრივ ამყარებს “The Journal of Neuropsychiatric Disease and Treatment” ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც რესვერატოლი ხელს უწყობს ტვინში სისხლის კარგ გამტარიანობას.

10 ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღება ხელს უწყობს მკერდის კიბოს წარმოშობას, ხოლო ღვინოს კი საპირისპირო ეფექტი აქვს, წერს “Cedars-Sinai Medical Center.” ზემოაღნიშნული სამედიცინო ცენტრის სტატია გამოქვეყნდა “Journal of Women’s Health”. ყურძნის მარცვლები ხელს უწყობენ ესტროგენის რეცეპტორის შემცირებას, ამასთან ერთად ასტიმულირებენ ტესტოსტერონის გამოყოფას, რაც ერთიანობაში ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

11 ღვინო შეიცავს ლითიუმს, რომელიც ხელს უწყობს ნერვულ სისტემის გამართულ მუშაობას, მაგნიუმს, რომელიც აფერხებს სტრესის განვითარებას, თუთიას, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას. აგრეთვე კალიუმსა და კალციუმს, რომელიც აბალანსებს ორგანიზმში არსებულ, იონებისა და ელექტრონებს.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.