10 შეგონება, რომელიც უნდა გვახსოვდეს ცუდად ყოფნისას

ცხოვრება ძალიან ბევრ ლამაზ და დაუვიწყარ დღეს გვჩუქნის, თუმცა ამ პოზიტიური დღეების პარალელურად, ჩნდებიან ისეთი დღეებიც, როდესაც ყველაფერი მუქ ფერებში გვეჩვენება.

ცხოვრება ძალიან ბევრ ლამაზ და დაუვიწყარ დღეს გვჩუქნის, თუმცა ამ პოზიტიური დღეების პარალელურად, ჩნდებიან ისეთი დღეებიც, როდესაც ყველაფერი მუქ ფერებში გვეჩვენება. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რთული დღეები, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მაშინ, როცა ცხოვრება შავ ფერებში გვეჩვენება, შავიც ფერია. დღეს, მიდნა ვისაუბრო იმ 10 მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც რთულ დღეებში აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.

1.მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიცაა. როგორც ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე ამბობდა:”ადამიანს ბედნიერების მიღწევა, მხოლოდ საკუთარი სურვილების შემცირების გზით შეუძლია. ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი, ჩვენივე დაუკმაყოფილებელი სურვილებია”. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ აღნიშნულ აზრს და მეც დავძენ, რომ ჩვენი არაჯანსაღი ამბიცია, ხშირად იწვევს შინაგან შფოთს, ღელვას და ცუდი განწყობის მიზეზი ხდება. არის რიგი საკითხები, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია და ამისათვის, ბევრი უნდა ვიშრომოთ, თუმცა ამის მიუხედავად რჩება საკითხები, რომელთა შეცვლა ადამიანის გონებრივ რესურს არ შეუძლია. ასეთ ვითარებაში, ვდგებით ორი განსხვავებული მდგომარეობის წინაშე : მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიცაა და გავაგრძელოთ პოზიტიურ ჭრილში ცხოვრება ან გავინადგუროთ ნერვები და მთელი დარჩენილი დრო, ჯიუტად დავუთმოთ იმას, რისი შეცვლაც შეუძლებელია.

2.პრობლემა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენვე ვქმნით მას. ხშირ შემთხვევაში, საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები ვართ. თუ თვლით, რომ ნებისმიერი სირთულე ეს პრობლემაა, მაშინ თქვენი ემოციური განწყობილება ნეგატიური იქნება და შედეგიც, შესაბამისად უარყოფითად აისახება, მაგრამ თუ დაბრკოლებას დაინახავთ, როგორც საუკეთესო გზას, პირადი გამოცდილების შესაძენად, მაშინ თქვენ შეძლებთ, პრობლემები თქვენი ლექსიკური მარაგიდან ამოიღოთ და ცხოვრებას პოზიტიურად შეუდგეთ.

3.თუ გვსურს რომ ჩვენი გარემოცვა უფრო პოზიტიური და კომფორტული იყოს, ამისათვის პირველ რიგში ცვლილებები საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ მარტო გარემოპირობები ახდენს ჩვენზე ზეგავლენას, თუმცა გვავიწყდება, რომ ამ გარემოპირობების შექმნაში თავად ვღებულობთ მონაწილეობას და მისი შედეგობრივი მხარეც ჩვენზეა დამოკიდებული.

4.არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს გამოცდილება. სიტყვა „პრობლემასთან“ ერთად, აუცილებელია სიტყვა „ წარუმატებლობის“ ლექსიკური მარაგიდან ამოღებაც. წარმტაბული ადამიანების პროცენტული უმრავლესოვა, იმ საწყის გამოცდილების გარეშე წინ ვერ მიიწევს, რომელსაც ჩვენ „წარუმატებლობას“ ვეძახით. ტომას ალვა ედისონი ამბობდა : „ნათურის შექმნისას პირველ ჯერზე, მარცხი კი არ ვიწვიე, არამედ აღმოვაჩინე 99 მიზეზი, რატომ არ ფუნქციონირებდა ნათურა“ აი, ის გამართლებული და სწორი მიდგომა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე.

5.თუ დასახულ მიზანს ვერ ვაღწევთ, ეს იმიტომ რომ წინ უკეთესი პერსპექტივაა. ხშირად, როდესაც გაგვიცრუვდება ხოლმე იმედები, გვიჭირს იმის გააზრება, რომ წინ მხოლოდ უკეთესი მოლოდინია. ხშირად ჩვენდა უნებურად, გვიწევს სხვადასხვა გზებზე სიარული და ამის სასარგებლო მიზეზს გვიან ვხვდებით ხოლმე, როდესაც წარსულში ვიყურებით.

6.დატკბი აწმყოთი. ხშირად ვერ ვაფასებთ იმ ძვირფას და მნიშნელოვან დროის მონაკვეთს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და გვანიჭებს ბედნიერებას. რეალურად ხომ, ადამიანის ცხოვრება მოგონებებით საზრდოობს, ასე რომ არ მივცეთ აწმყოს დაკარგვის საშუალება და მხოლოდ, წარსულზე დარდებით ნუ შემოვიფარგლებით.

7.საკუთარ თავს ნუ წაართმევ მხიარულების უფლებას. შეიძლება გაგიჭირდეთ იმის დაჯერება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, საკუთარ თავს მხიარულების შეგრძნების განცდის უფლებასაც არ აძლევს, იმდენად დამოკიდებულია პრობლემებსა და ქაოსსზე. არიან ადამიანები, რომელთაც ქაოისის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოიდგენიათ და ხშირად თავიანთი წარუმატებლობის მიზეზებს მარტივად „ბედის“ გულგრილობაში ეძებენ, მაშინ როდესაც ბედნიერება და მხიარულება ჩვენს გარშემოა, თუმცა როგორც სოკრატე ამბობდა :„იმისათვის რომ სინათლე დავინახოთ, საჭიროა მზერის მიმართულება შევცვალოთ“

8.ხშირად ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი, გამოწვეულია საკუთარი თავის სხვებთან შედარებით. ხშირად ვკომპლექსდებით, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთ გამოიყურება, უკეთესი უნარები გააჩნია და ა.შ. გვავიწყდება, რომ ყველა ინდივიდია და შედარებებიც ძალიან პირობითია. ასევე არიან ადმაიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ უკეთ გამოვიყურებით და უკეთესი შესაძლებლობებით ვართ დაჯილდოებულნი, ასე რომ, ყველამ შევინარჩუნოთ ინდივიდუალურობა და შედარებების გამო, ნუ გავიფუჭებთ განწყობას.

9.შენ არ ხარ მსხვერპლი. ბევრი ადმაიანი თვლის, რომ ის დაბადებიდან უიღბლობისათვის იქნა განწირული, თუმცა ავიწყდება, რომ იგი თავად არის შემოქმედი საკუთარი ცხოვრებისა. ჩვენ მხოლოდ შეიძლება საკუთარი ფიქრების, სიტყვების და საქციელის მსხვერპლი გავხდეთ, ასე რომ , საჭიროა თავი დავაღწიოთ დამახინჯებულ აზროვნებას „მსხვერპლის“ პოზიციიდან და მეტი პოზიტივით, შევქმნათ წარმატება.

10.ყველაფერი შესაძლებელია. ხშირად დაბრკოლებების გამო, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ რომელიმე კონკრეტული სირთულიდან თავს ვერ დავაღწევთ, ეს მაშინ როცა ყველაფერი შესაძლებელია. ამისათვის კი, მთავარია ვირწმუნოთ საკუთარი ძალები და შედეგიც შესაბამისად წარმატებული იქნება.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.