5 განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის

ცნობილია, რომ ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება, იბადება გონებისა და ცნობიერის გარეშე და ასეთივე – პრიმატთა დონეზე დარჩებოდა, რომ არ შეექმნა ევოლუირებადი მეტყველება.

წარმატება – ყველასათვის კარგად ნაცნობი და სასურველი სიტყვა, რომელიც თითქოსდა გასაიდუმლოებული ან/და სულაც მხოლოდ გენეტიკურად გარდამავალი ნიჭია. წარმატება – რომლის რეცეპტიც თითქოსდა, მხოლოდ რჩეულებისათვის შეიძლება იქნეს გამოწერილი და მაინც ვის მიმართ უფრო მეგობრულად არის განწყობილი „წარმატება“, სწორედ ამის გარკვევას შეეცეადა infopage.ge და წარმატებით აღმოაჩინა ის 5ძირითადი განსხვავება, რომელიც წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის არსებობს.

განსხვავება 1
– წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ისინი თავად წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას.
– წარუმატებელი ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი დაბადებიდან უიღბლობისათვის არიან განწირულები.

წარმატებული ადამიანი დარწმუნებულია, იმაში რომ ის თავად განაგებს საკუთარ ბედ-იღბალს და თავადვეა საკუთარი ხომალდის კაპიტანი. „იფიქრე და გახდი მდიდარი“ ამ წიგნის პირველივე ფურცლებზე, რომლის ავტორიც გახლავთ ნაპოლეონ ჰილი წავაწყდებით შემდეგ ფრაზას, სადაც ავტორი ამბობს : ფიქრები განსაზღვრავენ შედეგს. თუ ვფიქრობთ რომ შეგვიძლია, აუცილებლად შევძლებთ. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები და ჭერი არ გააჩნია, შეგვიძლია მივიდეთ იქამდე, სანამდეც ამას საკუთარ თავს დავაჯერებთ. ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მნიშვნელობის ყველაზე კარგი მაგალითია თანამედროვე მედიცინაში დანერგილი „პლაცებოს ეფექტი“, პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფს აძლევენ რაიმე სახის აბს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას ან ატარებენ მასზე ცრუოპერაციას. ექიმი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება. იყო შემთხვევა, როდესაც პლაცებო პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში გამოიყენეს. შედეგებმა აჩვენა, რომ პლაცებოს მიღების შედეგად პაციენტებს ტვინში იგივე ცვლილებები აღენიშნებოდათ, რაც პრეპარატ ლევოდოპათი. ლევოდოპა იწვევს ქიმიური ნივთიერების, დოპამინის ზრდას. წესით ეს ეფექტი პლაცებოს არ უნდა ჰქონოდა. გამოდის, ამ შემთხვევაში საქმე რწმენაში ყოფილა. სწორედაც ამიტომ, ჩვენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და რწმენა განაპირობებს შედეგს.

განსხვავება 2
წარმატებული ადამიანები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ იდეებისა და ჩანაფიქრების რეალიზებას.
წარუმატებლები ადამიანები კი უბრალოდ ფიქრობენ, ოცნებობენ და შესაბამისად, მათი ფიქრებიც მხოლოდ ილუზიაში ცოცხლობენ.

გიორგი ლეონიძე თავის ნაწარმოებში „ნატვრის ხე“ ძალიან კარგად ამბობს : „ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა, საქმეა საჭირო, საქმე!“ ყოველივეს საწყისი კი მიზანია, ტვინში მიმდინარე პროცესებიც კი პირველ რიგში მიზნის დაბადებით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იმპულსების გაგზავნა. რიგი სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულები არიან, ისინი ნაკლებად ავადმყოფობენ, მათი ნეირობიოლოგიური პროცესებიც უფრო ჯანსაღად მიმდინარეობს.
ესპანელი მწერალი ალბერტ ესპინოსა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ გაიცნო „ყვითელი სამყაროს“მეშვეობით ( 4 მილიონი ეგზემპლარი იქნა გაყიდული ერთი წლის განმავლობაში ) ის ერთ-ერთ თავში წერს : „ ერთ დღესაც განვიკურნე. 24 წლის ვიყავი, როდესაც მითხრეს რომ მეტჯერ აღარ უნდა მოვსულიყავი საავადმყოფოში, გავშრი, გავქვავდი. ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ყველაზე კარგად რაც ვიცოდი და გამომდიოდა ეს იყო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა და უცებ მითხრეს რომ განვიკურნე, ყველაფერი მორჩა. თითქოსდა ყველაფერმა აზრი დაკარგა. დაახლოებით 6 საათი აგონიაში ვიყავი, მერე კი ნელნ-ნელა გავიაზრე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.“ ალბერტ ესპინოსა 14 წლიდან ებრძოდა კიბოს და მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, მიზნად, სწორედ ამ დაავადების დაძლევა იქცა. სწორედ ამ მიზნის დაკარგვით იყო განპირობებული მისი აგონია და დაბნეულობა. ასე, რომ სწორედ მიზნის არსებობა და შემდეგ მისი რეალიზებისათვის ზრუნვა აქცევს ადამიანს წარმატებულად.

განსხვავება 3
წარმატებული ადმაიანები ეძებენ და ხედავენ შანსებს.
წარუმატებელი ადამიანები კი ყოველთვის მხოლოდ დაბრკოლებებს და სირთულეებს ამჩნევენ.

ოქროს მაძიებელთა ხანაში, როდესაც აღმოსავლეთიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოდიოდა კუნძულებზე ოქროს მოსაპოვებლად, განწყობით წარუმატებელი ადამიანის პოზიცია შემდეგი იყო: ის ფიქრობდა, რომ დიდი კონკურენციის ფონზე აზრი არ ქონდა მცდელობას, რომ მასაც დაეწყო ოქროს მოპოვება. აი წარმატებული ადამიანის პოზიცია კი რადიკალურად განსხვავებულია, ის ფიქრობს რომ ნიჩბების, წერაქვების და სხვა სამუშაო იარაღების შემოტანით მას გაცილებით მეტი მატერიალური სარგებლის მიღება შეუძლია, რამდენადაც ზემოხსენებული სამუშაო იარაღები აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ოქროს მოპოვების პროცესში. ჩვენთვის, ყველასათვის კარგად ნაცნობი ფილოსოფოსი სოკრატეც იგივეს ლობირებდა, მისი თქმით იმისათვის, რომ სინათლე დავინახოთ მხოლოდ მზერის მიმართულება უნდა შევცვალოთ. ზემოთქმულს კი ძალიან ლამაზად და პოეტურად გადმოგვცემს თამაზ ბაძაღუა :
„შენ თითქოს მიხვდი… მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხანს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს.“

განსხვავება 4
წარმატებული ადამიანები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ინფორმაციული რესურსის გამდიდრებას
წარუმატებელ ადამიანები კი საპირისპიროდ, კონფმორმისტები არიან და ფიქრობენ, რომ არსებული ცოდნა საკმარისია.

წარმატებული ადამიანები, მუდმივად ცდილობენ და ეძებენ გზებს, თუ როგორ გააფართოვონ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები, ისინი თანხის ინვესტირებას ახდენენ ცოდნაში. გადიან დამატებით კურსებს, ესწრებიან ტრეინინგებს, ქმნინან საკუთარ ბიბლიოთეკებს და დიდ დროს უთმობენ ნაყოფიერ ფიქრს.ალბერტ აინშტაინს როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ გაატარებდა იგი, ბოლო 1 წუთს ? მისი თქმით, 59 წამს დაუთმობდა კითხვების დასმას, ხოლო დარჩენილ 1 წამს კი პასუხების ძიებას. მისი ამ პასუხის მთავარი გზავნილის სწორედაც ფიქრშია, ნაყოფიერ ფიქრში, რომელიც ქმედებაში უნდა იქნეს გადაზრდილი.
ფიქრი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება და იგი სიტყვის სახეს ღებულობს. სიტყვაც თავის მხრივ განიცდის სახეცვლილებას და ქმედებაში გადადის. ქმედება, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ ყოველდღიურობაში უკვე ჩვევის სახით გვევლინება. ჩვევა კი ყველას მოგეხსენებათ, როგორც ძველქართული სიბრძნე ამბობს რჯულზე უმტკიცესია, ანუ ვღებულობთ ხასიათს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამიტომ პოზიტიურ ფიქრებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვეცადოთ ვიფიქროთ მეტი პოზიტივზე, ვიკითხოთ უფრო მეტი, რამეთუ, როდესაც ჩვენ ვწყვეტთ ინტელექტუალური რესურსის შევსებას, ავტომატურად წყდება ჩვენი პიროვნული თუ გონებრივი ზრდა.

განსხვავება 5

წარმატებული ადამიანები ყოველთვის ირჩევენ პოზიტიურ და ინტელექტუალურ გარემოცვას.
წარუმატებლები ადამიანები კი ნეგატიური ადამიანების ენერგეტიკაში არიან მოქცეულნი.

ცნობილია, რომ ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება, იბადება გონებისა და ცნობიერის გარეშე და ასეთივე – პრიმატთა დონეზე დარჩებოდა, რომ არ შეექმნა ევოლუირებადი მეტყველება. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ცნობიერება ადამიანის ყოფიერების განუყოფელი ნიშანია. მის გარეშე ადმაიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდა, ვერ მივაღწევდით იმ პროგრესს, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. ზემოხსენებული ცნობიერების ჩამოყალიბებაში კი დიდ როლს თამაშობს სოციუმი, ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გარემოში უწევს ინდივიდს ყოფნა, როგორ ენერგეტიკულ ველში მიმდინარეობს მისი ჩამოყალიბება. სამედიცინო კვლევებით დასტურდება, რომ ინტეელქტუალ ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენს ინტელექტზეც დადებითად მოქმედებს.
ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა წარმოადგინეს მტკიცებულება, რომ ღარიბი ბავშვების დაბალ აკადემიურ მოსწრებას პირდაპირი კავშირი ქონდა ვერბალური და მათემატიკური სტიმულირების არ არსებობასთან შინ თუ სკოლაში. ბავშის ფსიქოლოგებმა ბეტი ჰარტმა და ტოდ რ.რიზლიმ (ისინი აკვირდებოდნენ ჯგუფს, რომელშიც ირიცხებოდა 42 ბავშვი კანზას სიტის პროფესიული, მუშათა კლასისა და სოციალურ შემწეობაზე მყოფი ოჯახებიდან) აღმოაჩინეს, რომ ბავშვების აღზრდაში არსებული შემაშფოთებელი განსხვავებებისა და შემდგომ, ამ ბავშვების აკადემიური მაჩვენებლების მკვეთრი უთანასწორობის ერთადერთი მიზეზი იმ სიტყვების რაოდენობა იყო, რომელიც მათ ადრეულ ბავშვობაში მშობლებისგან ჩაესმოდათ. ჰარტმა და რიზლიმ დაადგინეს, რომ პროფესიის მქონე მშობლების მიერ აღზრდილ ბავშვებს სამი წლის ასაკისათვის მშობლებისაგან გაგონილი ქონდათ 30 მილიონი სიტყვა, ხოლო სოციალურ შემწეობაზე მყოფ ბავშვების შვილებს მხოლოდ ათი მილიონი სიტყვა. შესაბამისად დაასკვნეს, რომ სწორედ ამ ასაკში მშობლებისაგან გაგონილი სიტყვების ნაკლებობა განაპირობებდა ღარიბი ბავშვების შედეგს, ანუ წარუმატებლობას სკოლასა და ცხოვრებაში.
ტიბეტელი ბერი, რომელიც კონსტრუქციაზე მომუშავე სამ მისთვის უცნობ ადამიანს მიუახლოვდა და დაინტერესდა მათი საქმიანობის სფეროთი, სამივეს ერთი და იგივე კითხვით მიმართა – გამარჯობათ, რას საქმიანობთ? პასუხი კი სამივე შემთხვევაში განსხვავებული აღმოჩნდა. პირველმა მუშამ ძალიან უკმეხად და გაბრაზებულმა მიუგო, რომ ის მუშაობდა და საუბრისათვის დრო არ ქონდა. მეორე მუშის შემთხვევა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა და ამ უკანასკნელმა მკითხველს აუხსნა, რომ ის ქვის მთლელი იყო. აი რაც შეეხება მესამე უცნობს, მან პირველ რიგში სალამს სალამითვე უპასუხა, მადლობა მოახსენა უცნობს დაინტერესებისათვის და უპასუხა, რომ ის კათედრალს აშენებდა. რეალურად, სამივე მუშა თანაბარი კვალიფიკაციის გახლდათ და ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებდნენ, თუმცა განსხვავებულად დაინახეს საკუთარი ფუნქციური როლი.
ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს სადაც გვიწევს ყოფნა, რომ „ლუზერებით“, მარცხს შეგუებულ ადმაიანებით არ იყოს გამდიდრებული და მათმა პესიმისტურმა დამოკიდებულებებმა ჩვენი პოზიტივი არ დათრგუნოს. გახსოვდეთ რომ წარმატებული ადამიანები ყოველთვის ხედავენ ნახევრად სავსე ჭიქას და არა ნახევრად ცარიელს.

მონდომება/მიზანდასახულობა + შრომა + რწმენა = წარმატება

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.