7 მიზეზი, რატომაც უნდა გვეძინოს დედიშობილა

InGeorgia წარმოდგიდგენთ იმ 7 მიზეზს, რომლითაც ახსნილი იქნება დედიშობილა ძილის პოზიტიური მხარეები.

იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ძილი არ უყვარდეს. ძილი ხელს უწყობს ნერვული სისტემის რელაქსაციას და ამავე დროს აუცილებელი ფიზიკური ენერგიის აღსადგენად. მიუხედავად ძილში ჩვენი ცნობიერი გათიშულობისა, სხეული აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამისათვის საჭიროა სათანადო გარემო, რომ აღნიშნული პროცესები კარგად იქნეს წარმართული. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვესწავლა თუ როგორი მდგომარეობაა ძილის დროს სხეულისათვის ყველაზე მისაღები და კომფორტული. InGeorgia წარმოდგიდგენთ იმ 7 მიზეზს, რომლითაც ახსნილი იქნება დედიშობილა ძილის პოზიტიური მხარეები.

1 ჟურნალ “Diabetes” გამოქვეყნებულ სტატიის მიხედვით, გრილ ოთახში ძილი ხელს უწყობს, სხეულის ყავისფერი ქსოვილის (ცხიმის) გააქტიურებას, რომელიც თავის მხრივ, ორგანიზმს ეხმარება კალორიების წვაში და იცავს მას ჭარბი წონისაგან.რიგი კვლევების შედეგად ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კალორიების წვისათვის, თბილ ტემპერატურაზე უფრო მომგებიანი, ოთახის გრილი ატმოსფეროა.

2 ლოს-ანჯელესის სიზმრების შემსწავლელი ინსტიტი იუწყება, რომ პიჟამოთი ძილი ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის მატებას, რაც არა მხოლოდ ძილის ციკლზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ ხელს უშლის ღრმა ძილის ფაზაში გადასვლას. იმისათვის, რომ ძილის დროს შევძლოთ გონებრივი დასვენება, ენერგიის აღდგენა და მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნება, რეკომენდირებულია შიშველი ძილი, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა რეგალურულია და უფრო მარტივად ხდება ღრმა ძილის ფაზაში გადასვლა.

3 Natasha Turner – ჩრდილო ამერიკელი ნატუროფათის (ნატუროპათიული – დაავადების ბუნებრივი გზებით მკურნალობა) მიერ გამოქვეყნებულ სტატიის მიხედვით, ძილისას როდესაც ორი ადამიანის სხეული ეხება ერთმანეთს, ხდება ჰორმონს ოქსიტოცინის ბუნებრივი გამოთავისუფლება, რომელიც სიყვარულის ჰორმონად არის მიჩნეული და ხელს უწყობს დადებითი ემოციების არსებობას. სწორედ ამიტომ დილა უფრო ლამაზი, ლაღი და მსუბუქი ფერებით გვეჩვენება, ოქსიტოცინი უზრუნველყოფს რომანტიული დამოკიდებულების შენარჩუნებას. გარდა ოქსიტოცინის გამოყოფისა, წყვილში ძილის დროს ხდება არტერიული წნევის შემცირება, კუჭ-ნაწლავის გამართულ რეჟიმში მუშაობა და სტრესის ჰორმონების შემქსუბუქება.

4 მელატონინი (ძილის ციკლის მარეგულირებელი ჰორმონი) და სხეულის დაბერების საწინააღმდეგო ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობს ძილის ციკლის რეგულირებას და გვაძლევს მშვიდი ძილის საშუალებას, ყველაზე ჭარბად გამოიყოფა იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 21 ° C. ამ ტემპერატურის დასარეგურილებლად კი, ყველაზე მარტივი გზაა შიშველი ძილი.

5 “National Sleep Foundation” გვარწმუნებს, რომ შიშველი ძილი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტეროლის დაბალანსებას. პიჟამოსა და საბნის გამოყენებისას, ძილის დროს ხდება ზრდის ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რის გამოც ხშირად ხდება ძვლების გამკვრივების შეფერხება და სხეულის კუნთოვანი მასის სისუტე.

6 ჟურნალ “Diabetes” კიევ ერთ სტატიაში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ძილის დროს გრილი ტემპერატურის შენარჩუნება ამცირებს სხეულში შაქრის შემცველობის მატებას, რაც თავიდან აგვაცილებს დიაბეტს და გაზრდის ინსულინის მიმართ სხეულის მგრძნობელობას.

7 პიჟამოთი ძილი ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების წარმოქმნას – იუწყება ექსპერტი Austin Ugwumadu ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ამბულატორიული დაწესებულებიდან. სოკოვან დაავადებებს, ძალიან უყვართ დახურული და უჰაერო გარემო, ასე რომ ეცადეთ ძილის დროს, მსუბუქად გეცვათ ან უკეთეს შემთხვევაში არჩიოთ დედიშობილა ძილი.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.