7 მიზეზი, რატომაც უნდა ვიცინოდეთ უფრო მეტს

ალბათ ხშირად გაიგებთ ფრაზას, რომლის თანახმადაც სიცილი, ხელს უწყობს ცხოვრების გახალისებას.ფსიქოლოგო Eduardo Jáuregui გვთავაზობს 7 მეცნიერულ არგუმენტირს, სიცილის სარგებლიანობის შესახებ.

1. სიცილი ხელს უწყობს სისხლის უკეთ მოძრაობას, უფრო კარგ გამტარიანობას, რაც ამცირებს კარდიოვასკულაურ დაავადებებს.

2. სიცილი ხელს უწყობს ტვინში დოპამინის გამოყოფას. აგრეთვე გამოყოფს ბედნიერების ჰორმონად წოდებულ სეროტონინს, რომელიც კარგი განწყობის გარანტიაა. სიცილის საშუალებით ხდება ენდორფინების გამოყოფაც, რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონებს.

3. სიცილი დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივ ადაპტაციაში. მარტივ გაღიმებასაც კი, შეუძლია უფრო მეტად დაგვაახლოვოს ადამიანებთან. ჩინური ანდაზა, რომლის მიხედვითაც ის ვისაც სიცილი არ შეუძლია, მან მაღაზიაც არ უნდა გახსნას, სწორედაც რომ, ღიმილის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

4. სიცილი ადამიანს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის. მთელი რიგი ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც უფრო მეტად იღიმიან, ისინი ქალებისათვის გაცილებით მიმზიდველები არიან.

5. სიცილი ხელს უწყობს, სტრესისა და მოუსვენრობის დონის შემცირებას. ღიმილი საშუალებას გვაძლევს, ცხოვრების ლამაზი მხარეებით დავტკბეთ. მისი საშუალებით, მარტივად შევძლებთ მოწყენილობისა და უფერულების თავიდან არიდებას.

6. სიცილი ხელს უწყობს, იმუნური სისტემის გაძლიერებას. სიცილის ხარჯზე მიიღწევა ინფექციური და გულის დაავადებების საფრთხის შემცირება.

7. სიცილი სასარგებლოა სასუნთქი სისტემისათვის. სიცილი არის ყველაზე მარტივი და მოხერხებული გზა, ფილტვების უკეთ ფუნქციონირებისათვის. ავტომატურად სიცილისას იზრდება გულის ცემის სიხშირე და ფართოვდება სასუნთქი ორგანოები, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის უფრო ეფექტურ მიღებას. ხელს უწყობს ნარჩენი ჟანგბადის, უფრო ახლით ჩანაცვლებას.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.