VACCAE – ბედნიერების მიკრო ბაქტერია

და აი მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ბედნიერების მეგობარი მიკრობაქტერია – Vaccae.

აგერ უკვე, ქრისტეს შობიდან 21 საუკუნოვან ისტორიას ითვლის კაცობრიობა და მისი მთავარი არსი დედამიწაზე მცხოვრებთათვის, ბედნიერების ძიებაშია. რაღა თქმა უნდა, ყველასათვის სასრუველ განცდას ძალიან ინდივიდუალური და სუბიექტური დეფინიციები აქვს და შესაბამისად, განსხვავებულად ხდება მასთან დაახლოება. მეცნიერების თქმით, ბედნიერების განცდის სტიმულირება ,მარტივად არის შესაძლებელი ორგანიზმში რიგი ჰორმონების შეყვანით ან მათი გამოყოფის სტიმულირებით. გაგიკვირდებათ და ისეთ სიტყვას , როგორიცააა “ბაქტერია” დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენი განწყობის ამაღლებასა და ბედნიერების განცდის დაუფლებაში. სწორედ, ასეთი ბაქტერიის შესახებ მსურს ვისაუბრო დღეს ჩვენს ბლოგ პოსტში და გიამბოთ, ჩვენი მეგობარი ბაქტერიის კეთილი ბუნების შესახებ.
…. და აი მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ბედნიერების მეგობარი მიკრობაქტერია – Vaccae.
როგორც უკვე ავღნიშნეთ. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებში ხშირად წავაწყდებით დასკვნებს, რომ ჩვენი საქციელი, განწყობა და მეხსიერებაც კი, შეიძლება იქნეს მოდიფიცირებული გარეშე ბაქტერიებთან კონტაქტით. ამის ნათელი მაგალითია მიკრო ბაქტერია Vaccae, ბაქტერია რომელიც მიწის ქვეშ ცოცხლობს და რომელთანაც კავშირის დამყარება, შესუნთქვით არის შესაძლებელი. Vaccae ყველაზე ხშირად გვეხმიანება მაშინ, როდესაც ვსეირნობთ გაზონზე, ვთამაშობთ პარკში ან ბაღში მცენარეების მოვლით ვართ დაკავებულნი.
რამდენიმე წლის წინ, ჟურნალ “Neuroscience” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღნიშნული ბაქტერია ტვინის ერთ-ერთ უბანში არსებულ ნეირონებს ასტიმულირებს, რათა გამოიყოს ჰორმონი „სეროტონინი“ (ბედნიერებისა და კარგი განწყობის სტიმულატორი) და ერთიანობაში შეიქმნა პოზიტიური განწყობა. ბრისტოლის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორი, ნეიროლოგი Christopher lowry აცხადებს, რომ ვირთხებზე ექსმერიმენტისას, როდესაც მოხდა ამ ბაქტერიის ხელოვნურად შეყვანა, სხეულში დაიკლო სტრესის ჰორმონება და ბაქტერიამ, მთლიან ორგანიზმზეც დამამშვიდებელი ეფექტი მოახდინა.
Dorothy Matthews ნიუ იორკის “The sage collage”-ის მკვლევარი იმ გასაოცარ დასკვამდეც კი მივიდა, რომ აღნიშნულ მიკრო ბაქტერიას შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესებაც. მათეუსის და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ცდამ მღრღნელებზე, აჩვენა რომ ამ ბაქტერიით ნაკვები მღრღნელები ლაბირინთებში უფრო სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ნაკლებ მღელვარებას განიცდიდნენ. „კარგი იქნებოდა, თუ სკოლის მეთოდიკაში დავნერგავდით სუფთა ჰაერზე გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკას, ახალი უნარჩვევების შესაძენად“ – აცხადებს ამერიკელი მკვლევარი. თუ გავითალისწინოთ კვლევებისა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ რეზულტატებს და მათ სანდოობას, ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება ამ ბაქტერიით ძალიან მარტივად და უვნებლად სასურველი განწყობის შექმნა.

ა.ჯანჯღავა

path-2 Created with Sketch.