მობილურის გამოყენება ძილის წინ, დაძინების პროცესს 60 წუთით აფერხებს

ძილის წინ მობილურის გამოყენება ხელს უშლის ნორმალურ ძილს!

Rensselaer ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, ძილის წინ მობილურის გამოყენება ხელს უშლის ნორმალურ ძილს. კვლევის ხელმძღვანელი Mariana Figueiro : “ძილის წინ მობილურის მიერ გამოყოფილი შუქი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს კარდიალურ სისტემაზე და იწვევს პულსის აჩქარებას, განსაკუთრებით კი 15-17 ასაკის ახალგაზრდებში.”
მკვლევარების თქმით, 2 საათით ადრე დაწოლამდე, ჩვენი ტვინი გამოყოფს ჰორმონ მელოტონინს, რომელიც გზავნის შეტყობინებას, რომ დაღამდა და დროა დავიძინოთ. თუმცა, როდესაც ძილის წინ ვიყენებთ მობილურ ტელეფონებს, ტექნიკური მოწყობილობების შუქი, ხელს უშლის ტვინს ამ შეტყობინების მიღებაში და შესაბამისად ამცირებს მელოტონინის გამოყოფას. მართალია აღნიშნული კვლევა არახალია, თუმცა ამ კვლევით სურდათ აქცენტი გაეკეთებინათ, მობილური გამოსხივების შედეგებზე არასრულწლოვანების შემთხვევაში. კვლევაში მონაწილეობდა 20 ახალგაზრდა, რომელთა ასაკი მერყეობდა 15-დან 17-წლამდე. კვლევებმა აჩვენეს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ძილის წინ იყენებდნენ მობილურ ტელეფონს, მათში არ გამოიყოფოდა მელოტონინი. არასრულწლოვნებში სხვადასხვა დოზით ხდება აღნიშნული ჰორმონის გამოყოფა, ასე რომ აუცილებელია დღე-ღამის განმავლობაში 9-10 საათი მოახერხონ დასვენება, რათა მოხდეს ენერგიის აღდგენა და ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლება.
ნორვეგიაში ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 10 000 ახალგაზრდა, რომელთაც ასაკიც მერყეობდა 16-დან 19-წლამდე, შედეგებმა აჩვენეს, რომ ძილის წინ ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება დაახლოებით 60 წუთით აფერხებს ჩაძინების პროცესს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

path-2 Created with Sketch.