ტელეფონის დამტენი და გამწმენდი მოწყობილობა PhoneSoap-ისგან

მაქსიმუმ 4 წუთის განმავლობაში, სრულად მოახდება თქვენი მოწყობილობის დეზინფექცია.

კომპანია PhoneSoap-მა გამოუშვა თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული გაჯეტი, ორიგინალური დამტენი, რომელიც კომბინირებულ რეჟიმში, ახდენს მობილურის დატენვასა და დეზინფექციას. ამ უკანასკნელს კი ეს გაჯეტი, ყუთში მოთავსებული ულტრაიისფერი სხივების საშუალებით ახდენს.
გაჯეტის ფუნქციონირება საკმაოდ მარტივია. ყუთში მოთავსებულ უნივერსალურ დამტენზე, ხდება თქვენი მობილური ტელეფონის დაერთება, ხოლო ყუთში მოთავსებული ულტრაიისფერი სხივები კი, მაქსიმუმ 4 წუთის განმავლობაში, სრულად მოახდენენ თქვენი მოწყობილობის დეზინფექციას. აგრეთვე, ამ ორიგინალურ ყუთში, შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერი, სხვა ტექნიკური მოწყობილობა და გაჯეტი იზრუნებს მის სისუფთავეზე.
PhoneSoap-ის ამ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ www.fancy.com აღნიშნულ ვებგვერდზე და მისი ფასია 55 $.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

path-2 Created with Sketch.