დონათსი – ფერადი და გემრიელი ტკბილეულობის მიღმა დამალული ისტორია

დონათსი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, თავდაპირველად ნიუ იორკის ქუჩებში ჰოლანდიური სახელით olykoek გამოჩნდა, რაც ზეთიან ბისკვიტს ნიშნავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ XVII საუკუნის მიჯნაზე დონათს ჯერ კიდევ არ ქონდა ხვრელი. XIX საუკუნის შუა ხანებში Elizabeth Gregory-იმ გემის კაპიტნის დედამ, რომელსაც სუნელები გადაქონდა სხვადასხვა ქვეყნებს შორის, გადაწყვიტა გამოეყენებინა დარიჩინი და მოსკატის კაკალი, ასევე ლიმნის ქერქი, რათა გამოეცხო ფუნთუშა, რომლის შუა ნაწილიც ბოლომდე არ გამოცხვებოდა, სადაც ნიგოზი და ნუში იქნებოდა განთავსებული. ამ რეცეპტით მომზადებული პროდუქტი გაცილებით დიდხანს გაძლებდა და არ გაფუჭდებოდა. შემადგენლობამ განაპირობა შემდგომში დონათსის სახელის წარმოშობა dough – ცომი, მასა და nut – კაკალს და გამომშრალ ხილს.
ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად 1847 წელს ქალბატონი Gregory-ის შვილმა ჰანსონმა, დონათსი საჭის ერთ-ერთ ჯოხზე წამოაცვა, რამდენადაც ქარიშხლის გამო ორივე ხელი დაკავებული ქონდა. სწორედ აქედან გაჩნდა პირველი ხვრელიანი დონათსი, რომელსაც შუაგულში სივრცე ქონდა.
მოგვიანებით მეზღვაურთან ინტერვიუს მიხედვით ის ამტკიცებდა რომ მან შექმნა პირველი დონატი, როდესაც ცენტრში მოათავსა წიწაკა, რაც მარტივად აგვარებდა გამოუცხობელი ნაწილის პრობლემას. მოცემული ტკბილეული საკმაოდ პოპულარული გახდა პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში. მაშინ, როდესაც ამერიკელ ქალებს მოუწიათ სამხედრო ველზე გადასვლა საკუთარი ქვეყნის სამხედროებისთვის საკვების მომზადების მიზნით, დონათს doughboys დაერქვა, რომელიც შინ დაბრუნების შემდეგ სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა

path-2 Created with Sketch.