ტელეკომპანია GDS

GDS – უფრო საინტერესო, ვიდრე ტელევიზია
გზა “ტიფლისიდან” – GDSON-ამდე

2014 წელს, სამაუწყებლო კომპანია GDS-ის მიერ, ორიგინალურ, ქართულ იდეაზე დაფუძნებით გადაღებული დრამა – „ტიფლისი“, სეზონის პრემიერის დასრულებისთანავე გახდა განსჯისა და განხილვის, შემდეგ კი – მოლოდინის საგანი. „ტიფლისზე” საუბრობდნენ ყველგან. წამიერად დავამსხვრიეთ მითი, თითქოსდა ქართველებს არ ძალგვიძს ის, რაც ესოდენ ხელეწიფებათ დასავლეთში. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევძელით ტექნიკურად გამართული, საინტერესო სიუჟეტის მქონე და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა, რომელმაც ცოტა ხანში თავად არხის სრულიად ახალ რელსებზე გადასვლა და ქართულ ტელესივრცეში აქამდე აუთვისებელი ნიშის შევსება გამოიწვია.
2012 წლის შემდეგ, როდესაც GDS დაარსდა, კომპანია გამუდმებით ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში იყო, თუმცა ზემოთ ხსენებულმა წარმატებამ საბოლოო წერტილი დასვა და ჩვენც მთელი ჩვენი ბადე ამ ახალ წამოწყებას, ახალ კონცეფციას მოვარგეთ. ქართული კინოსერიალების შექმნაზე აღებული ორიენტირით, რიგით, ქართველ მაყურებელს ქართველი გმირები დავუბრუნეთ, ხოლო საერთაშორისო ბაზარს, ხარისხის სტანდარტის სრული დაცვით შექმნილი, ალტერნატიული “ქონთენთი” – ორიგინალური ქართული დრამა შევთავაზეთ. არც ამ უკანასკნელი მიმართულებით დააყოვნა წარმატებამ და აგრეთვე 2014 წელს წარმოებული, პირველი ქართული მისტიკა – „პარადოქსის“ პირველი სეზონის სატელევიზიო ჩვენების უფლება, უკრაინულმა არხმა NLO TV-მ შეიძინა და მეორე სეზონის წარმოებაში თანაინვესტირება მოახდინა. დადასტურდა ფაქტი, რომ ქართულ პროდუქციას შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი და სხვისთვის საინტერესო.
ამჟამად GDS განსხვავებული სიუჟეტის მქონე, სამ ორიგინალურ ქართულ დრამას („ტიფლისი“ , „პარადოქსი“, „ქერჩი-დაკარგული გმირები“) და მცირე ქრონომეტრაჟის მქონე, ორ კომედიურ სერიალს (“ცოლები და ქმრები“ და „მზარეულები“) აწარმოებს.
კომპანია სხვა მიმართულებითაც ქმნის პრეცედენტს. GDSON.NET ცნობილი Netflix-ის, HBO GO-ს და HULU-ს ფორმატის მსგავსი VOD პლატფორმაა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქ განთავსებული “ქონთენთის” ნახვა მაყურებელს უფასოდ შეუძლია. ამჟამად პორტალზე მხოლოდ GDS-ის მიერ გადაღებული სერიალებია წარმოდგენილი, თუმცა პლატფორმა ყველა მწარმოებლისთვის ღიაა – მთავარია, ისინი გარკვეულ ხარისხს აკმაყოფილებდნენ.
განვითარების შემდეგ ეტაპზე, ჩვენი გუნდი ქართულ კინოწარმოებაში აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად.

კოჯრის გზატკეცილი 6, თბილისი
როგორ მივიდე?